Home » ახალი ამბები » „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი სრულად განაახლა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპს ხვალ, 15 მარტს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას 15 მარტს, დღის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: სამტრედიის, აგლაძის, ყიფიანის და მიმდებარე ქუჩებს, წერეთლის გამზირის ნაწილს.

წყალმომარაგება შეეზღუდება ვორონინის ქუჩას, გორის ქუჩას და გორის ქუჩის შესახვევს. წყალმომარაგება 16 მარტის 01:00 საათიდან აღუდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

Share