Home » მსოფლიო » ჯორჯ სოროსის ფონდი უნგრეთს ტოვებს
ჯორჯ სოროსის ფონდი უნგრეთს ტოვებს

ჯორჯ სოროსის ფონდი უნგრეთს ტოვებს

ჯორჯ სოროსის „ფონდი-ღიასაზოგადოება“ ბუდაპეშტში მოქმედ ოფისს ხურავს და აღმოსავლეთ ევროპისთვის განკუთვნილ ოპერაციებს ბერლინის ოფისში გადაიტანს. ინფორმაციას ამერიკული მაუწყებლობა CNBC  უნგრულ და ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უნგრული მედიის მიხედვით, სოროსის „ფონდი-ღია საზოგადოება“ უნგრეთის დედაქალაქში მოქმედ ოფისში მუშაობას 31 აგვისტოს შეწყვეტს და ჯერ ვენაში, შემდეგ კი ბერლინში გადაინაცვლებს.

ბუდაპეშტში და ნიუ-იორკში არსებული ე.წ. სოროსის ფონდის ოფისები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტის და ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანია „შეაჩერე სოროსი“ წამოიწყო და ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო წნეხით შეავიწროვა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

 

წყარო: 1tv.ge

Share