Home » ახალი ამბები » ჯივიპი ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს
ჯივიპი ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

ჯივიპი ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყალარინების ამორტიზებულ ქსელს სრულად ანახლებს.  ახლით იცვლება  400 მეტრის სიგრძის ძველი, მაგისტრალური ქსელი და საკვანძო ჭები ეწყობა.

კომპანია აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში  55 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ნოემბერს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.

Share