Home » ბიზნესი » ჯიპიაი მასშტაბური დასაქმების პროგრამას წელსაც აანონსებს
ვენი კომპანიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ჯილდო. ეს არის აღიარება არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის -  არამედ ყველა იმ ასეულობით ადამიანის, რომელიც ჩაერთო ჩვენი დასაქმების პროგრამაში

ჯიპიაი მასშტაბური დასაქმების პროგრამას წელსაც აანონსებს

ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის კონკურსის პრეზენტაციაზე 2018 წლის გამარჯვებულმა – სადაზღვევო კომანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების პროგრამა კვლავ დააანონსა.
  • 300 სამუშო ადგილი
  • დასაქმება ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე
  • უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში

30 იანვარს , 2019 წლის კონკურსისადმი მიზღვნილ პრეს-კონფერენციაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო, კონკურსის ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიების  ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი , ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი, თინათინ სტაბოლიშვილი იყო. რომელმაც ვრცლად ისაუბრა გასულ წელს გამარჯვებულ პროექტზე და განაცხადა, რომ პროექტი წელსაც გაგრძელდება კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატით:

„ჩვენი კომპანიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ჯილდო. ეს არის აღიარება არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის –  არამედ ყველა იმ ასეულობით ადამიანის, რომელიც ჩაერთო ჩვენი დასაქმების პროგრამაში 2016-2017 წლებში, და გადაწყვიტა ახალი პროფესიის, ახალი კარიერის და ფაქტიურად, ახალი ცხოვრების დაწყება. მოხარული ვარ, რომ სწორედ დღეს – წლევანდელი კონკურსის გამოცხადებისას მიწევს დავაანონსო, რომ ჩვენი დასაქმების პროგრამა გრძელდება კიდევ უფრო მასშტაბურად – ამჯერად ვაკანსია არამხოლოდ გაყიდვების მენეჯერის, არამედ სხვა პოზიციებსაც შეეხება. ამჯერადაც ეს პროგრამა 300-ზე მეტ ადამიანს მისცემს შანსს გახდეს კომპანიის თანამშრომელი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც მათ დასაქმებას, ისე 6 თვიან ანაზღაურებად სწავლების პროცესს.“ – განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.

ქალთა როლის გასაძლიერებლად 2016 და 2017 წლებში „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების პროექტი განახორციელა, რომელმაც დასაქმების და კარიერული ზრდის საშუალება დაახლოებით 580 საშუალო და მაღალი ასაკის , სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადმიანს მისცა. ფორუმზე დასაქმებულთა 80% ქალია. დასაქმების პროგრამა წელსაც გრძელდება, კომპანია 300 ადამიანს დაასაქმებს. დაინტერესებულ პირებს კომპანია 22-23 თებერვალს, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის 27) , გასაუბრებაზე ელის.

***

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ატარებს. მისი მიზანი  იმ ბიზნესების და კომპანიების ხელშეწყობა, რომლებიც ნერგავენ ქალთა გაძლიერების, სწავლების, განათლების და პროფესიული განვითარების პრინციპებს.

Share