Home » ახალი ამბები » ჯიპიაი ჰოლდინგმა კახეთსა და შიდა ქართლში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო
ჯიპიაი ჰოლდინგმა კახეთსა და შიდა ქართლში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

ჯიპიაი ჰოლდინგმა კახეთსა და შიდა ქართლში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

18 აგვისტოს თელავის, ახმეტისა და გორის რაიონში მომხდარი სტიქიის შედეგად, „ჯიპიაი ჰილდინგის“ ქოლ ცენტრში ორი დღის განმავლობაში 300-მდე ზარალის  განაცხადი დაფიქსირდა, რომელთა უდუდესი ნაწილი აგროდაზღვევაზე მოდის. კახეთში ათობით ჰექტარი ვენახია დაზიანებული, გორში სოფელ შინდისში კი სეტყვამ და ქარმა ვაშლის ბაღებს მიაყენა ზიანი.  კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო  რეაგირება და ამ ეტაპზე მიმდინარობს დაფიქსირებული შემთხვევების ანალიზი.  ჯიპიაი ჰოლდინგის ანაზღაურების  სამსახური  ზარალის ადგილზე შეფასების პროცედურას დილიდან უკვე შეუდგა. 2 კვირის განმავლობაში სრულად  შეფასდება მდგომარეობა და დაიწყება ზარალის დარეგულირების პროცესი.

ბოლო მონაცემებით, ჯიპიაი ჰოლდინგი ზარალების ანაზღაურების კუთხითაც კვლავ ლიდერია სადაზღვევო ბაზარზე.  კომპანიამ  მიმდინარე წელს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 35 მილიონი ლარი აუნაზღაურა დაზღვეულებს. რაც შეეხება აგრო დაზღვევის მიმართულებას, 2017 წლის პროექტის ფარგლებში ჯიპიაიმ 3538 დაზიანებული ნაკვეთის ზარალი აანაზღაურა, ჯამურად გაცემულმა თანხამ 5 194 707 ლარი შეადგინა.

 

 

 

*ფოტო: საინფორმაციო სააგენტო ipress.ge

Share