Home » ახალი ამბები » ჯიპიაი ჰოლდინგმა გაეროს მეხუთე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
ჯიპიაი ჰოლდინგმა  გაეროს მეხუთე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

ჯიპიაი ჰოლდინგმა გაეროს მეხუთე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

6-12 მაისს,  გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული იმართება, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ღონისძიების გზავნილია – გაუფრთხილდი სიცოცხლეს #ხმააიმაღლე და მისი მიზანია მძღოლებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის ამაღლება და საგზაო მოძრაობის რისკების განსაზღვრა.

კვირეულის მხრადამჭერი და პარტნიორია სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელმაც 8 მაისს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზებით „ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის“ და „ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან  გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა დაზღვევაზე, როგორც საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე. სტუდენტებთან საუბრის ერთ-ერთი თემა ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონიც იყო, რომელიც საგაზო უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთ საკვანძო საკითხადაა მიჩნეული. სტუდენტებთან შეხვედრის მთავარ თემად კი საგზაო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების შესაძლებლობები იყო განხილული.

შეხვედრის დასრულდა აქცია – პერფორმანსით, რომელმაც უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ შუქნიშნებთან გადაინაცვლა – სტუდენტებმა მძღოლების ცნობიერების ასამაღლებელ აქცია გამართეს და ზებრა გადასასვლელზე სლოგანებიანი ტრანსპარანტებით მოუწოდბენ საგზაო წესების დაცვისკენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს 2018 სტატისტიკური ინფორმაციით,  საქართველოში 2018 წელს  6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიების რაოდენობა 6%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.

 

Share