Home » ბიზნესი » ჯიპიაი ჰოლდინგმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინოვაცია და განვითარებასთან ერთად“ „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგი ჩაატარა
ჯიპიაი ჰოლდინგმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინოვაცია და განვითარებასთან ერთად“ „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგი ჩაატარა

ჯიპიაი ჰოლდინგმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინოვაცია და განვითარებასთან ერთად“ „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგი ჩაატარა

დღეს ჯიპიაი ჰოლდინგმა „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, არასამთავრობო ორგანიზაციის  „ბრიჯ- ინოვაცია და განვითარება“ მხარდაჭერით სპეციალურად  მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის  ტრენინგი „კატასტროფის რისკების მართვა კერძო სექტორში“ გამართა. ტრენინგის მიზანი იყო მეწარმეებისთვის საბაზისო ცოდნა მიეწოდებინა იმ რისკების შესახებ, რომელთანაც ყველაზე მოწყვლადიც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია, და რომელიც დაეხმარება მათ მინიმუმამდე შეამციროს ბუნებრივი კატასტროფებისგან გამოწვეული ზარალი.

ტრენინგი  არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინაოვაცია და განვითარებამ“  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის“ კატასტროფის რისკის შემცირების ინტერვენციების  ინსტიტუციონალიზაცია,  რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში  მოამზადა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ პირველად იმუშავა სპეციალურად კერძო სექტორისთვის გათვლილ პროექტზე, რომელიც  ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვასა და შემცირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული.

გასულ წელს „ბავშვათა სმაყაროში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ჯიპიაიმ შეიმუშავა სოციალური პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, რითაც  ასობით მცირე და საშუალო ბიზნეს მეწარმემ ისარგებლა. სტიქიური უბედურებების შედეგებს საზოგადოება წელსაც ებრძვის და კლავ აქტუალურ პრობლემად რჩება განსაკუთრების მცირე ბიზნესისთვის. „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი“ სწორედ გასული წლის სოციალურ  კამპანიის ერთგავრი გაგრძელებაა და დღევანდელი ტრენინგი მისი  მხოლოდ პირველი ნაწილია. პროგრამა  არა მხოლოდ სპეციალური  პირობების შეთავაზებას მოიცავს სადაზღვევო პაკეტებზე, არამედ მეწამრეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებას იმ რისკების მართვის შესახებ, რამაც შეიძლება შეაფერხოს მათი  საქმიანობა.

 „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი“ განსაკუთრებულად ახალბედა მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს საქმიანობის დასაწყისიდანვე სწორად შეაფასონ და მინიმუმამდე დაიყვანონ ბიზნეს რისკები და განავითარონ საქმიანობა.

Share

About bachana jincharadze