Home » ახალი ამბები » „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ჯანმრთელობის დაზღვევა უშვილობის დიაგნოსტიკას კლინიკა „უნივერსის“ ბაზაზე სრულად დაფარავს
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ჯანმრთელობის დაზღვევა უშვილობის დიაგნოსტიკას კლინიკა „უნივერსის“ ბაზაზე სრულად დაფარავს

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ჯანმრთელობის დაზღვევა უშვილობის დიაგნოსტიკას კლინიკა „უნივერსის“ ბაზაზე სრულად დაფარავს

პირველად ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ჯანმრთელობის დაზღვევა უშვილობის დიაგნოსტიკას კლინიკა „უნივერსის“ ბაზაზე სრულად დაფარავს

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსთან” ერთად უპრეცედენტო, სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ჯიპიაის ჯანმთელობის დაზღვევა, სხვა სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, უშვილობისა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პირველად გიაგნოსტიკას სრულად დაფარავს.

20 ნომებერს მედიასთან  პროექტის პრეზენტაცია შედგა, სადაც ჯიპიაისა და კლინიკა უნივერსს შორის   თანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად მოაწერა ხელი.

უნაყოფობასთან დაკავშირებული პირველადი გამოკვლევები, შეწყვეტილი ორსულობა, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტირება – ეს ის სერვისებია, რომლებსაც სტანდარტულად, აქამდე არც ერთი სადაზღვევო პაკეტი  ითვალისწინებდა, თუმცა ამიერიდან  ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის ინდივიდუალური და კორპორატიული დაზღვევის მფობელებს სრულად, 100%-ით დაეფარებათ. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კი – დაზღვეულები 50%-ნი თანადაფინასებით შეძლებენ

ბესიკ ფესტვენიძე – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორი: „ჩვენთვის ამ პროგრამას პირველ რიგში სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან  უკანასკნელი კვლევებით დგინდება, რომ მსოფლიოში ყოველ მე-7 წყვილს აქვს უშვილობის პრობლემა. მისი გამოკვლევა და მკურნალობა კი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი პროგრამით ჯიპიაის თითოეული დაზღვეული, როგორც ინდივიდუალური ისე კორპორაციული პაკეტის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ პროექტის ფარგლებში, ფინასდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკისა და მედიკამენტების ხარჯებიც, რაც აქამდე არც ერთი სადაზღვევო კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებით არ იფარებოდა. გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან პროგრამას ისეთ კლინიკასთან ერთად ვახორციელებთ, როგორიც „უნივერსია“.

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი” (ყოფილი ”ემბრიოტოქსი”) 2007 წელს დაარსდა. დღეს უნივერსში შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება. უნივერსში ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ  რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური  თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. კლინიკის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.

ჯიპიაი ჰოლდინგი არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას სთავაზობს . 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემებით,

ჯიპიაი ჰოლდინგში ჯანმრთელობის  ინდივიდუალური და კორპორატიული პაკეტებით ჯამში 170 00- ზე მეტი  ადამიანია დაზღვეული.

Share