Home » ახალი ამბები » ჯიპიაი ჰოლდინგის ანტიოკუპაციური კამპანია საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის AD Black Sea 2018 -ის შორტლისტში მოხვდა
ჯიპიაი ჰოლდინგის ანტიოკუპაციური კამპანია საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის AD Black Sea 2018 -ის შორტლისტში მოხვდა

ჯიპიაი ჰოლდინგის ანტიოკუპაციური კამპანია საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის AD Black Sea 2018 -ის შორტლისტში მოხვდა

ჯიპიაი ჰოლდინგის ანტიოკუპაციური კამპანია საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის AD Black Sea 2018 -ის შორტლისტში მოხვდა

20-22 სექტემბერს ბათუმში  შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალს Ad black sea 2018 უკვე მეოთხედ იმართება, სადაც საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი კრეტიული სააგენტოების ნამუშევრები50-მდე კატეგორიაზეა წარდგენილი.   წელს პირველად ფესტივალის Digital & Mobile შორტლისტშიჯიპიაი ჰოლდინგის რუსეთ-საქართველოს 10 წლის თავთან დაკავშირებული ანტიოკუპაციური კამპანია  მოხვდა,  რაც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული პროექტი აღმოჩნდა ოკუპაციის თემაზე. სწორედ ამიტომკამპანია  კორპორატიული სოციალური პასუხსიმგებლობისკატეგორიაზეა წარდგენილი, სადაც 7 პროექტს გაუწევს კონკურენციას.

ჯიპიაის ანტიოკუპაციური კამპანიის  მიზანი იყო საზოგადოებისთვის შეეხსენებინა,  რომ ოკუპაციასთან ბრძოლა ინფორმაციის გავრცელებითაცაა შესაძლებელი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ამ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამიტომ, ომიდან 10 წლის შემდეგ,  სიმბოლურად 8 აგვისტოს,  ვებ გვერდზე  www.mygpi.ge სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენის ველში, მომხარებელს ასეთი მოსანიშნი გრაფა დახვდა

◻️ვადასტურებ, რომჩემიქვეყნის 20% ოკუპირებულიარუსეთისმიერდამზადვარ, ამის შესახებ მსოფლიოსგავაგებინო.

მან, ვინც დაადასტურაოკუპაცია, სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად, კომპანიისგან საჩუქრად Giovanni Morra-ს ანტიოკუპაციური საპასპორტე მიიღო – მარტივი გზა იმისთვის, რომ უცხო ქვეყნების საზღვრის გადაკვეთისას გააგებინო მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ამით გამოხატო პროტესტი ოკუპაციის წინაარმდეგ.

ანტიოკუპაციურ კამპანიაზე ჯიპიაისთან ერთად კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა. ფესტივალზე შორტლისტი კი დღეს, 21 სექტემბერს განიხილება.

Share