Home » ახალი ამბები »  „ჯიპიაი ჰოლდინგი” ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს
 „ჯიპიაი ჰოლდინგი” ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

 „ჯიპიაი ჰოლდინგი” ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ თანამშრომლებმა, ვენაში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდეს. კომპანიის თანამშრომლებმა  ავსტრიელ კოლეგებთან,  spend your 4 seasons in Georgia-ს გვერდიდან, საქართველოს სხვადსხვა კუთხის ამსახველი პოსტერები ჩაიტანეს და ამ ფორმით აჩვენეს, რა ელოდებათ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას.

თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი : მნიშვნელოვანია, რომ  საქართველო გავაცნოთ მსოფლიოს.  ჩვენს ქვეყანას, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტურისტებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიზიდოს.  დღეს ჯიპიაის თანამშრომლებმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ ქვეყნის პოპულარიზაციაში და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო ყველა სეზონზე მიმზიდველი ქვეყანაა. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრებს  გავაცანით საქართველოს კუთხეები, მრავალფეროვანი ბუნება, კულტურა, ტრადიციები და რა თქმა უნდა სამზარეულო. ჩვენი კომპანია   spend your 4 seasons in Georgia-ს მხარდამჭერია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და ამ ფორმით კიდევ ერთხელ ვუერთდებით ამ ძალიან კარგ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კამპანიას.

ჯიპიაი ჰოლდინგი აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფის, ვენის სადაზღვევო ჯგუფის, წევრი 2006 წლიდან არის. ჯგუფში 25 ქვეყნის 50-ზე მეტი კომპანიაა გაერთიანებული. ფოტო გადაღებულია ვენის სადაზღვევო ჯგუფის ოფისთან, რომელიც ერთ-ერთი ისტორიული შენობაა ვენაში.

Share