Home » ბიზნესი » ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას აცხადებს
ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას აცხადებს

ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას აცხადებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაინტერესებულ კანდიდატებს წელსაც სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში

300 სამუშაო ადგილი შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის დასაქმდეს ჯიპიაიში

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, აქვს შესაძლებლობა გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობს. სწავლების პროცესში ანაზღაურება შეადგენს ფიქსირებულ 400₾-ს, რომელსაც გამომუშავებული ბონუსი დაემატება. ყველა წარმატებულ და მონდომებულ კანდიდატს ეძლევა კიდევ ერთი შანსი, შეიქმნას წარმატებული კარიერა ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

2016 და 2017 წლებში  ჯიპიაიმ 600 ადამიანს მისცა შანსი, გაევლოთ გადამზადების პროგრამა კომპანიაში და დასაქმებულიყვნენ. მათი უმეტესობა ახლაც აგრძელებს წარმატებულ კარიერას „ჯიპიაი ჰოლდინგში“.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელიც ადასტურებს დასაქმების პროგრამის ეფექტურობას.  წელსაც პროგრამა საშუალებას მისცემს მონდომებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, დაეუფლონ ახალ და ყველაზე მოთხოვნად პროფესიას (გაყიდვების სპეციალიზაცია) და ამავდროულად მიიღონ ანაზღაურება სწავლების პროცესში, ხოლო შემდგომ ვთვაზობთ სტაბილურ სამუშაოს, კარიერული განვითარებას და შემოსავლის ზრდის საშუალებას. „

შემუშავებულია წარმატებულ კანდიდატთა გადამზადების ინტენსიური პროგრამა, რომლესაც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრენინგ-ცენტრი უზრუნველყოფს. პროგრამა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა და მოიცავს სხვადასხვა უნარების განვითარებას:

ვახტანგ კორძაია, „ჯიპიაი ჰოლდინგის გაყიდვების დირექტორის მოადგილე: „წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ გადამზადების პროგრამაში, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადეთ მენტორების ჩართულობა, რომ  უფრო გავუადვილოთ ახალ კანდიდატებს გაყიდვების პროფესიის ათვისება და კომპანიაში ინტეგრირება. პროგრამა მოიცავს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: სადაზღვევო საქმე, პრეზენტაციის უნარები, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ბიზნეს კომუნიკაცია, და ა.შ.  გადამზადების საშუალო ხანგრძლივობა 8-10 თვეა. გადამზადების პერიოდის გავლის შემდეგ კანდიდატები სრულ შტატზე დასაქმდებიან „ჯიპიაი ჰოლდინგში“ გაყიდვების მენეჯერებად.“

გაყიდვების სპეციალობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა დასაქმების ბაზარზე – სხვადასხვა სპეციალობას შორის დამსაქმებლების მხრიდან გაყიდვები სახელდება  ყველაზე დეფიციტურ პოზიციად. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამაც იმითაა უნიკალური, რომ გაყიდვების პროფესიაზეა აქცენტი, რაც განსაკუთრებით ფინანსური სექტორით დაინტერესებული კანდიდატებისთვისაა მიმზიდველი.

ნინო ხაჭაპურიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი: „ჩვენი  შეთავაზებით შეუძლია ისარგებლონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც დასაქმებულები არიან, თუმცა ეძებენ უფრო დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს, სადაც სწრაფად შეძლებენ როგორც კარიერულ წინსვლას, ასევე ანაზღაურების გაზრდას – ვგულისხმობ ფინანსურ სექტორში, საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და სხვა.. ჩვენი პროგრამა საშუალებას მისცეს მათ არა მხოლოდ აითვისონ ეს პროფესია, არამედ გაიფართოვონ საქმიანი კავშირები, შექმნან პორტფელი, სწრაფად დაწინაურდნენ.„

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერია სადაზღვევო ბაზარზე და 2018 წლის მონაცემებით პირველ ადგილზეა მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს შორის. ორგანიზაციის ოფისებში 550 ადამიანი მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით. 2018 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროექტმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა, ხოლო ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც სოციალურ კორპორაიცულ პასუხისმგებლობას ეხება.

 „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება 22 და 23 თებერვალს, 10:00 – 19:00 საათი. მისამართი: რუსთაველის გამზ. #27, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობა. მუშაობს დასაქმების ცხელი ცაზიც: 2 509111.

Share