Home » ახალი ამბები » „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკო კამპანიას „სუფთა ჰაერისთვის“ შეუერთდა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკო კამპანიას „სუფთა ჰაერისთვის“ შეუერთდა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკო კამპანიას „სუფთა ჰაერისთვის“ შეუერთდა

არასამთავრობო და კერძო სექტორის კოლაბორაცია ჯანსაღი გარომისთვის

ჯიპიაი ჰოლდინგი შეუერთდა არასამთავრობო  ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ორგანიზებულ  კამპანიას „სუფთა ჰაერისთვის“, რომლიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის ჩართულობას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმართულ კამპანიებში და საზოგადოებაში ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას. სწორედ ამ მიზნების განხორციელებისათვის გაერთიანდა კერძო სექტორი  და 12 აპრილს კამპანიის ოფიციალური გახსნაზე ჯიპიაიმ 20 კომპანიასთან ერთად მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ჯიპიაი ჰოლდინგს ეკო აქტივობების წასახალიზებლად და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.  ჯერ კიდევ 2 წლის წინ წამოიწყო ეკო კამპანია „ეკოისტი“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა საიტი ecoist.ge, სადაც ნებისმიერ ავტომფლობელს შეეძლო განესაზღვრა რამდენად ეკომეგობრული ავტომობილი ჰყავს და შესაბამისად, ესარგებლა შეღავათიანი ტარიფებით ავტოდაზვევაზე. კამპანიის ფარგლებში ჯიპიაიმ მომხარებელს შესთავაზა ეკოაქცია „დარგე ხე!“, რომელის ფარგლებშიც ყოველი ეკოავტომობილის დაზღვევით, ავტომფლობელის სახელზე თითო ხე დაირგო. საბოლოოდ, ჯიპიაიმ  2000-მდე ხე შემატა ბორჯომის ტყე-პარკს.

თინათინ სტამბოლიშვილი – ჯიპიაი ჰოლდინგის კორპორაციული კომინიკაციების დირექტორი  – „ჯიპიაი უკვე  ორი წელია ეკოლოგიაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აქტიურად მუშაობს. სტატისტიკის მიხედვით,  ჰაერის დაბინძურების 71%-ის გამომწვევი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქში.  ჩვენი განხორციელებული კამპანიების მთავარი მიზანიც ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მომტანი ავტომობილების ყოლის წახალისება, რათა მეტი მოტივაცია ჰქონდეს მომხარებელს იყოს „ეკოისტი“, იზრუნოს გარემოზე, მეტად დაფიქრდეს იმ ზიანზე, რომელიც მაგალითად, იმ გაუმართავი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ადგება გარემოს, ჩვენ და ჩვენს შვილებს. ჩვენ ვახალისებთ ეკო ქცევას. ამაისთვის კი მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, მიიღონ  სარგებელიც .

ამ გამოცდილებით ჯიპიაი კვლავ აქტიურად ერთვება ეკო კამპანიებში და მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებელს სულ მალე შესთავაზოს სპეციალური ტარიფებს ელექტრო ავტომობილებზე, რომელიც ყველაზე კოლოგიური და უსაფრთხოა. გარდა ამისა, კომპანია იმ ავტომობილს, რომელიც გაივლის სავალდებულო ტექდათვალიერებას შეღავათიანი ტარიფით დააზღვევს.

იმის გათვალისწინებით, რომ  საზოგადოებას ეკოლოგიურად ჯანსაღი გარმეოს შექმნაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება, ჯიპიაი აქტიურად იწყებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას, როგორც კამპანია“სუფთა ჰაერისთვის“ ფარგლებში, ისე მისი ინდივიდუალური აქტოვობებით.

„სუფთა ჰაერისთვის“ კამპანიის წამოწყება, განაპირობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო კვლევებმა, რომლის მიხედვითაც საქართველო ჰაერის დაბინძურების კუთხით 180 ქვეყნიდან 139-ეა, ხოლო მხოლოდ 2012 წელს  საქართველოში 3,741 ადამიანი დაიღუპა ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული დაავადებებით. (WHO).

 

Share