Home » ფინანსები » „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის შავ პარასკევს აცხადებს
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის შავ პარასკევს აცხადებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის შავ პარასკევს აცხადებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის შავ პარასკევს აცხადებს

  • ონლაინ პლატფორმა ge-ზე პოლისის შეძენისას „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს  15%-დან 100%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
  • ფასდაკლება 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება

ჯიპიაი ჰოლდინგი“ შავი პარასკევის აქციასთან დაკავშირებით მომხმარებელს  15%-დან 100%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. ფასდაკლების მიღებისთვის აუცილებელი პირობა ონლაინ პლატფორმის გამოყენებაა, რაც mygpi.ge-ზე პოლისის ყიდვას გულისხმობს.

Black Friday- ს შეთავაზებები 29-დან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება და შემდეგი პროდუქტებზე ვრცელდება:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა – 15%
  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა – 15%
  • ონკოქეარი – 20%
  • ავტოდაზღვევა – 20%;
  • ბინის დაზღვევა – 25%
  • სამოგზაურო დაზღვევა – 50%
  • ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა – 100%

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „დარწმუნებული ვარ, ჩვენი ონლაინ პლატფორმის mygpi.ge მომხმარებელი მოუთმენლად ელოდება შავი პარასკევის ფასდაკლებებს, რადგან უკვე მესამე წელია უაღრესად შეღავათიან ფასში ვთავაზობთ ყველაზე პოპულარულ სადაზღვევო პოლისებს. წელს 100%იანი, ანუ სრულიად უფასო შეთავაზებაც გვაქვს – რაც ავტომობილის სტიქიური რისკებისგან დაზღვევას ეხება. ჩვენი სოციალური პროექტი ყველა ავტომფლობელს ეხება და ცხადია, გვინდა ეს აქცია უკვე ონლაინ სივრცეშიც გავრცელდეს. მომხმარებლებს რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ mygpi.ge-ზე შესვლა და სახლიდან გაუსვლელად, ორ წუთში სასურველი პოლისის ყიდვა.“

Mygpi.ge საქართველოში დაზღვევის პირველი ონლაინ პორტალია, სადაც პოლისის შეძენასთან ერთად , მომხარებელს შესაძლებობა ეძლევა უმოკლეს დროში მიიღოს სრული სადაზღვევო მომსახურება.

Share