Home » ბიზნესი » „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშს აქვეყნებს
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშს აქვეყნებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშს აქვეყნებს

  • კომპანიამ 2018-ში 79 მლნ ლარი აანაზღაურა
  • მოზიდული პრემია 6%-ით გაიზარდა
  • 19%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაზღვევის საცალო პორტფელი
  • კომპანიის კაპიტალი 32 მლნ ლარს შეადგენს

1 აპრილი, საქართველო, თბილისი:სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“სტაბილურ ზრდას განაგრძობს. 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით  კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 103  მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სტაბილურად იზრდება მოზიდული პრემიის რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით.  19%-ითაა გაზრდილი   ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი საცალო მიმართულებით, 6%-ით კი კორპორატიული.

ჯიპიაის მიერ დაზღვეულებისთვის ანაზღაურებული ზარალი 78 მილიონ ლარს აჭარბებს. ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით კომპანიამ 53 მილიონი ლარი აანაზღაურა, ქონების დაზღვევით 10 მილიონ ლარზე  მეტი, ავტო დაზღვევის მფლობელებს კი 8 მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მოგება 2018 წელს 5.2 მილიონი ლარი იყო.

2018 წლის მონაცემებით საკუთარი რისკების დაზღვევვას „ჯიპიაი ჰოლდინგს“ 7 ათასამდე კომპანია ანდობს.

აუდიტორული ანგარიში დიდ ოთხეულში შემავალი საერთაშორისო აუდიტორი კომპანიის KPMGGEORGIA-ის მიერ არის მომზადებული, რომელიც ჯიპიაის საქმიანობის აუდიტს წლებია ახორციელებს. ეს კომპანიაში არსებული მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი მაჩვენებელია.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი:ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა მიმართულებით სტაბილური ზრდა გვაქვს და სადაზღვევო ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს  ვინარჩუნებთ. აქტიურად ვემზადებით ავტომფლობელთასავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობი დაზღვევს კანონის ამოქმედებისთვის. დიდი რისკია, რომ ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ინვესტორები გაჩნდნენ. ბაზრის დინამიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ინვესტორი, რომელიც შეძლებს გრძლევადიანი ვალდებულების შერსულებას. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მყისიერ, მოკლევადიან მოგებას ამ მიმართულებიდან არ უნდა ველოდოთ და  კარგი იქნება, თუ ამას ყველა მოთამაშე გაიაზრებს.“

ჯიპიაი ჰოლდინგის აქციონერთა კრებამ, რომელიც ა.წ. 13 მარტს გაიმართა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სათაო ოფისში, განიხილა და დაადასტურა 2018 წლის აუდიტირებული შედეგები. ამასთან აქციონერებმა კაპიტალის 4.5 მლნ ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. 2017 წლიდან დღემდე აქციონერების გადაწყვეტილებით კომპანიის კაპიტალის ზრდა ოთხჯერ განხორციელდა, ჯამში 20 მლნ ლარით და დღეისთვის 32 029431  ლარი შეადგინა.

 

„ჯიპიაიჰოლდინგი“ წამყვანისადაზღვევოკომპანიააბაზარზე, რომელსაც 2018 წლისპირველისამიკვარტლისმონაცემებით, ბაზარზეყველაზედიდიწილი – 21% უჭირავსდალიდერიაროგორცკორპორაციულ , ისესაცალომიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 530 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ვენისსადაზღვევოჯგუფი“ ერთ-ერთიყველაზემსხვილიინვესტორიასაქართველოსსადაზღვევობაზარზედალიდერიაცენტრალურდააღმოსავლეთევროპაში. ჯგუფისსაქმიანობსევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლისმონაცემებითჯგუფისმიერმოზიდულიპრემია9.7 მილიარდიევროა, ხოლოწმინდა მოგებამ – 485მილიონი ევროშეადგინა.

აუდიტირებული შედეგების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე: WWW.GPIH.GE

Share