Home » საზოგადოება » ჯილდოდ 50 000 ლარი – როგორ აჯილდოებს “თიბისი” მრავალშვილიან თიბისელებს
ჯილდოდ 50 000 ლარი – როგორ აჯილდოებს “თიბისი” მრავალშვილიან თიბისელებს

ჯილდოდ 50 000 ლარი – როგორ აჯილდოებს “თიბისი” მრავალშვილიან თიბისელებს

 „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბს“ წელს 90-მდე წევრი შეემატა. “თიბისიმ” ტრადიციულად, კლუბის ახალ წევრებს სპეციალურად მათთვის დამზადებული ორდენები გადასცა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის მიხედვით, თიბისის ყველა 3 შვილიანი თანამშრომელი ორდენით ჯილდოვდება. იმ თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს.

პროგრამის მიზანია ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა.

600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან თიბისელს. ეს თიბისის შიდა სოციალური პროგრამის, „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის“ 5 წლის შედეგებია.

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი“ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა, თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

კლუბი უკვე 400-მდე თიბისელს აერთიანებს.

Share