Home » ბიზნესი » „ჯეოსელის“ 5 ლარიანი პაკეტი „მეტი S”-ი უქმდება და 8 ლარიანი პაკეტი „მეტი S+”-ით ჩანაცვლდება
„ჯეოსელის“ 5 ლარიანი პაკეტი „მეტი S”-ი უქმდება და 8 ლარიანი პაკეტი „მეტი S+”-ით ჩანაცვლდება

„ჯეოსელის“ 5 ლარიანი პაკეტი „მეტი S”-ი უქმდება და 8 ლარიანი პაკეტი „მეტი S+”-ით ჩანაცვლდება

„ჯეოსელი“ მომხმარებლებს ტარიფის ცვლილებაზე აფრთხილებს.

კომპანიის ერთ-ერთი პაკეტი მეტი S-ი, რომლის შეძენაც მოქალაქეებს 5 ლარად შეეძლოთ, უქმდება. ცვლილების შემდეგ კი, კომპანია აბონენტებს 8 ლარიან პაკეტს შესთავაზებს, რომელიც „ჯეოსელის“ პაკეტებს შორის ყველაზე მინიმალურ ფასიანი იქნება.

გაცნობებთ, რომ 20 აგვისტოდან აღარ იქნება ხელმისაწვდომი პაკეტი „მეტი S”. გთავაზობთ, განახლებულ პაკეტს “მეტი S+”-ს, რომელიც მოიცავს – 150 ლოკალურ წუთს, 1000 სმს-სა და 300MB-ს. პაკეტის ფასი – 8 ლარია. მოქმედების ვადა კი 30 დღე,“ – აღნიშნულია კომპანიის sms შეტყობინებაში, რომელიც „ჯეოსელის“ აბონენტებს დაეგზავნათ.

შესაბამისი შეტყობინება „ჯეოსელის“ აბონენტებმა უკვე მიიღეს.

Share