Home » საზოგადოება » “ჯემფესტისთვის“ ხელის შეშლა მავნებლობაა, 4 დღით მიწა არ მიაქირავო, ვიღაცის პირადი ახირებაა”
“ჯემფესტისთვის“ ხელის შეშლა მავნებლობაა, 4 დღით მიწა არ მიაქირავო, ვიღაცის პირადი ახირებაა"

“ჯემფესტისთვის“ ხელის შეშლა მავნებლობაა, 4 დღით მიწა არ მიაქირავო, ვიღაცის პირადი ახირებაა”

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “ჯემფესტისთვის“ ხელის შეშლის საკითხზე პარლამენტში მოსმენის გამართვას ითხოვს.

როგორც გოცირიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

გოცირიძის თქმით, ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა ფრაქციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას მიმართეს, რათა ჩაერიონ პროცესში, რადგან “ესაა ბოლო ინსტანცია, სადაც შეიძლება ამ ბიუროკრატიულ სისტემაში ვინმეს რაიმე შეაგნებინო“.

“კაზანტიპმა” და “ჯემფესტმა” სამეგრელოს ეს კუთხე მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა და ხალხს შემოსავლის წყარო გაუჩინა. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მსოფლიო რუკაზე გაჩნდა, როგორც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ცენტრი. ამ ფესტივალისთვის ხელის შეშლა არის მავნებლობა. ვერავითარი ალტერნატიული, ბიუჯეტიდან დაფინანსებული კულტურის სამინისტროს ბიუროკრატიული ფესტივალი მას ვერ ჩაანაცვლებს. ოთხი დღით სანაპირო მიწა არ მიაქირავო, არის ვიღაცის პირადი ახირება. ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ პარლამენტში და დავიბარებთ ყველას, ვინც ადამიანების დასაქმებას უშლის ხელს“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

Share