Home » მსოფლიო » ჯეკ მა კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს პროგნოზირებს
ჯეკ მა კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს პროგნოზირებს

ჯეკ მა კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს პროგნოზირებს

მომავალში ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ადამიანები შეძლებენ კვირაში მხოლოდ 12 საათი იმუშაონ. ამის შესახებ Alibaba-ს თანადამფუძნებელმა ჯეკ მამ შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

ჯეკ მას თქმით, ადამიანები შეძლებენ, კვირაში 3 დღე 4 საათის განმავლობაში იმუშაონ, ეს კი მისი მოსაზრებით, ტექნოლოგიური განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმის შედეგად გახდება შესაძლებელი.

მან მოძველებული უწოდა არსებულ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც ინდუსტრიული პერიოდისთვის შეიქმნა. მისი თქმით, მომავალში ზოგიერთ სფეროში მანქანები გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ადამიანები. შესაბამისად, ჯეკ მა მიიჩნევს, რომ ახალმა საგანმანათლებლო სისტემამ ადამიანები უფრო კრეატიულები უნდა გახადოს.

Share