Home » საზოგადოება » ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძეხვეული თამბაქოს მოწევას გაუთანაბრა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძეხვეული თამბაქოს მოწევას გაუთანაბრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძეხვეული თამბაქოს მოწევას გაუთანაბრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ექსპერტებმა გადამუშავებული ხორცი სერიოზულ კარცეროგენების რიცხვს განაკუთვნეს. მათ ეს პროდუქტი თამბაქოს და ალკოჰოლის მიღებას გაუთანაბრეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველ დღიურად 50 გრამი ასეთი პროდუქტის მიღება 18%-ში მიზეზია კოლორეკტალური კიბოს (კუჭ-ნაწლავის კიბო) წარმოქმნის.

მეცნიერების დასკვნით, წითელი ხორცი (ძროხა, ღორი, ცხვარი) თავის თავად შეიძლება კარცეროგენს წარმოადგენდეს. თუმცა, მონაცემები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებენ – არასაკმარისია. ბევრი რამ დამოკიდებულია ხორცის გადამუშავებაზე. მაგალითად, ცნობილია, რომ გაღვივებული ნახშირის ზემოქმედებით წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურაზე დამზადებულ ხორცში წარმოიქმნება მთელი რიგი კარცეროგენები: პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები, ჰეტეროციკლური არომატული ნახშირწყლები და ა.შ. გარდა ამისა,  გადამუშავებულ ხორცში (ძეხვეულში, სოსისებში და ბეკონშიც) ხორცი მხოლოდ 15%-ს შეადგენს. დანარჩენი გახლავთ სახამებელი, სხვადასხვა გემოს გამაძლიერებელი, საღებავის ფიქსატორები, ვადის გამახანგრძლივებელი კონსერვანტები და ა.შ. დანარჩენ 50%-ს შეადგენს კანი, ძვლები და სუბპროდუქტები. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, უწოდო ამას ხორცი – ძალიან რთულია.

geodoc.ge

Share