Home » საზოგადოება » ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თეა ახვლედიანი დაინიშნა
ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თეა ახვლედიანი დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თეა ახვლედიანი დაინიშნა

ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა ახვლედიანი ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. როგორც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებაშია აღნიშნული, დავით სერგეენკოს მოადგილის თანამდებობა თეა ახვლედიანმა მიმდინარე წლის 5 ივნისს დაიკავა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს თეა ახვლედიანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ 2019 წლის 5 ივნისიდან,“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

Share