Home » საზოგადოება » „იყო თხოვნა წავსულიყავი, არ წავედი, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ ჩემს ხედვებში მმართველ გუნდს დავარწმუნებდი“
„იყო თხოვნა წავსულიყავი, არ წავედი, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ ჩემს ხედვებში მმართველ გუნდს დავარწმუნებდი“

„იყო თხოვნა წავსულიყავი, არ წავედი, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ ჩემს ხედვებში მმართველ გუნდს დავარწმუნებდი“

„წასვლა არის, როცა ადამიანი განცხადებას დაწერს და მე განცხადება არ დამიწერია, ამიტომ ვამბობ, რომ მე გამათავისუფლეს“,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ მის მიერ თანამდებობიდან წასვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, გიორგი ქობულიას თქმით, ის თავიდანვე გრძნობდა გარკვეულ განსხვავებას მთავრობასა და მის ხედვებს შორის.

„მე თავიდანვე შევიგრძენი, რომ ჩვენ ხედვებში თანხვედრა ბოლომდე არ გვქონდა. თუ თქვენი კითხვა იქნება ის, თუ რა იყო ჩემი წასვლის რეალური მიზეზი, რეალური მიზეზი იყოს ზუსტად ის, იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომელზეც მე მეგონა, რომ ჩვენ შევთანხმდით დასაწყისში, მერე აღმოვაჩინე, რომ ამაში ჩვენ თანხვედრა არ გვქონდა“,-აცხადებს გიორგი ქობულია.

წამყვანის რეპლიკაზე-„წასვლა არა, თქვენ გაგათავისუფლეს“ ეკონომიკის ახლა უკვე ყოფილი მინისტრი პასუხობს:-„თქვენ ალბათ უფრო სწორად უკეთებთ ფორმულირებას იმას, რაც მოხდა. წასვლა არის, როცა ადამიანი განცხადებას დაწერს და მე განცხადება არ დამიწერია, ამიტომ ვამბობ, რომ მე გამათავისუფლეს“.

გიორგი ქობულიას თქმით, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას სთხოვდნენ დაეწერა განცხადება და წასულიყო საკუთარი განცხადების საფუძველზე.

„იყო თხოვნა, რომ მე წავსულიყავი თანამდებობიდან, მე ეს არ გავაკეთე, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორად მმართველ გუნდს მივუტანდი და ამ ხედვებში მათ დავარწმუნებდი. ეს განცდა და იმედი მქონდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ეს გამეკეთებინა. როგორც დავინახეთ, ალბათ ბოლომდე არ გამომივიდა“,-აცხადებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია გადაცემაში „ფორბსის კვირა“.

Share