Home » ეკონომიკა » “ივლისში მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება”
ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება - მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება

“ივლისში მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება”

“ივლისში მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება. დაკვირვებული თვალი ხედავს, რომ ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება”, – ამის შესახებ ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა გულბანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“ივლისში მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება. დაკვირვებული თვალი ხედავს, რომ ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება. თუ არ ჩავთვლით ხელოვნურად ნეგატიური და არასტაბილური ფონის დამკვიდრების მცდელობებს პოლიტიკურად მართული ჯგუფების მიერ, რომლებიც პრაქტიკულად აფერხებენ ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში, ვინაიდან არასტაბილური ფონი და ინვესტორის თავშეკავება ინვესტიციისგან არაპროგნოზირებად გარემოში პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. სხვა საკითხია რამდენად საკმარისია ეს ზრდა იმისათვის, საშუალო ევროპული ქვეყნის ცხოვრების დონეს მივუახლოვდეთ. 


როცა ამ მაჩვენებელს ვაკვირდებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ პარამეტრებს, რომლებიც ინკლუზიურობასთან მჭიდრო კავშირშია. ასეთებია ექსპორტის ზრდა და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა. პირველის შემთხვევაში ივლისის თვეში დაფიქსირდა 12,4%-ანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ერთ-ერთი საკვანძო და პრიორიტეტული რგოლია ეკონომიკურ ზრდაში, ვინაიდან, თუ გაიზრდებიან ექსპორტიორები, რომლებიც საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტებს საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიტანენ, ეს ნიშნავს გაზრდილ შემოსავალს ქვეყნისთვის, ექსპორტიორი კომპანიისთვის და დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის, რაც ცხადია დადებითად აისახება მშპ-ზე. მეორე შემთხვევაში კი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაზრდილია 16,7%-ით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბიზნესმენებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან დღგ-ს გადამხდელებად, გაეზარდათ ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად ბრუნვებიც, წესით და რიგით ამან მოგების ზრდაც უნდა განაპირობოს. 


მოკლედ პრიორიტეტი უნდა იყოს ჯანსაღი ბიზნესგარემო და მეტი ხელშეწყობა ახალ-ახალი ბიზნესების გაჩენას, ვინაიდან ეკონომიკური განვითარების ხიდი სწორედ წელში გამართული ბიზნესების ერთობლიობაზე გადის”, – წერს გულბანი.

Share