Home » ფინანსები » ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 653 მლნ ლარით გაიზარდა
ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 653.53 მლნ ლარით გაიზარდა

ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 653 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 653 მლნ ლარით (2.28%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 29 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 341.81 მლნ ლარით (2.76%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.77 მლნ ლარით (1.91%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.31%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.88 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.69%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.59 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით3.04%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.82%-ით მეტი). 2019 წლის ივლისის განმავლობაში 1.44%-ით, ანუ 214.34 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 15.11 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.37 პროცენტი შეადგინა.

2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა0.75 პროცენტული პუნქტით).

BPN.GE

Share