Home » ეკონომიკა » ივანიშვილმა განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
ივანიშვილმა განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

ივანიშვილმა განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

როგორც „კომერსანტს“  „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს.

 „რამდენიმე კვირის წინ ფუნდამენტის მოწყობა და გრუნტის გამაგრება დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები.. საქმე იმაშია, რომ რამდენჯერმე შეიცვალა სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ამიტომ პროცესი დროში გაჭიანურდა. რაც შეეხება დეტალებს, ზუსტად როგორი იქნება სივრცე, უახლოეს პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას“.

როგორც ფონდში განგვიმარტეს, კონცეფციის შეცვლის გამო, სასტუმრო პირველადი გეგმისგან სრულად განსხვავებული იქნება. (მასალაში გამოყენებულია პროექტის პირველი ვარიანტის რენდერები)

მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთთან გამყოფი ხაზის მახლობლად სოფელ განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დააანონსა.

პროექტი  თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება  60 მლნ. აშშ. დოლარია.

პირველი კონცეფციის მიხედვით, სასტუმრო გაშენებული იქნებოდა 35,000კვ.მეტრზე და 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახისგანდაკომპლექტდებოდა.  მშენებლობაზე 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო 2000 ადამიანის დასაქმება, ხოლო სასტუმროს ოპერირების შემდგომ კი სტაბილურად 350 ადამიანის დასაქმება. როგორც უკვე, აღვნიშნეთ  ახალი კონცეფციის მიხედვით ეს ციფრები ახლა შეცვლილია.

შეგახსენებთ,  თავის დროზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განმუხურში სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობაზე ურთიერთსაპირისპირო პოზიციებს აფიქსირებდა. პროექტი თავიდან მოსწონდა, შემდგე კი მის წამგებიანობაზე ალაპარაკდა. საბოლოოდ, ბოტანიკური ბაღის მშენებლობა კლიმატური რისკების გამო გადაიფიქრა, ხოლო რაც შეეხება 5 ვარკვლავიან სასტუმროს, ამგვარად შეაფასა:

„მე ეს მიწა შესყიდული მაქვს და ალბათ, გაისად დავიწყებ მშენებლობას. ცოტა შემიფერხდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში პირობით საზღვართან ასეთი კლასის სასტუმროს აშენებას. თუ ვინმე მოისურვებს აქ რამის აშენებას, მე მზად ვარ, ვაჩუქო ეს ტერიტორია, უფასოდ მივცე“.

commersant.ge

Share