Home » ეკონომიკა » ივანიშვილის ფონდი ენერგეტიკის სექტორში 850 მილიონ დოლაზე მეტის ჩადებას აპირებს
ივანიშვილი ფონდი ენერგეტიკის სექტორში 850 მილიონ დოლაზე მეტის ჩადებას აპირებს

ივანიშვილის ფონდი ენერგეტიკის სექტორში 850 მილიონ დოლაზე მეტის ჩადებას აპირებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის მიმართულებით ფონდი ამჟამად 3 მნიშვნელოვან  პროექტს ახორციელებს – „მტკვარი ჰესს“, „ონი ჰესს“, „ცხენისწყლის ჰესების კასკადს“, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მილიონ აშშ დოლარს აღემატება და ეს ჰესები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჯამურად 2 000-ზე მეტ პერმანენტულ და დროებით სამუშაო ადგილს ქმნის.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი ფონდის სხვა პროექტებზეც საუბრობს. კერძოდ, ბაჩიაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის 3 მნიშვნელოვანი  პროექტი მიმდინარეობს, რომლის  ინვესტიციის ჯამური მოცულობა 50 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტის ფარგლებში ჯამურად 350-მდე ადამიანია დასაქმებული. სამი კომპანია კი – „საქართველოს სათბურის კორპორაცია“ და მასზე მიბმული „სადისტრიბუციო კომპანია“, ასევე შპს გეო აგრო-ა.

გარდა ამისა, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით შექმნილი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ამჟამად 19 სხვადასხვა პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ყველა ამ პროექტის გათვალისწინებით, კი ჯამურად 5 000-ზე მეტი დროებითი და პერმანენტული ახალი სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ (GCF) არის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. კერძოდ კი ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია: სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და მრეწველობა.

წყარო: commersant.ge

Share