Home » ფინანსები » ივანე მაჭავარიანი – საგარეო ვალს არავითარი ზეგავლენა არ აქვს ეროვნულ ვალუტაზე
ივანე მაჭავარიანი - საგარეო ვალს არავითარი ზეგავლენა არ აქვს ეროვნულ ვალუტაზე

ივანე მაჭავარიანი – საგარეო ვალს არავითარი ზეგავლენა არ აქვს ეროვნულ ვალუტაზე

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განმარტებით, საგარეო ვალს არავითარი ზეგავლენა არ აქვს ეროვნულ ვალუტაზე.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ლარზე ზეწოლის კუთხით როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალთან მიმართებაში, ერთნაირ სიტუაციას ვიღებთ. მაჭავარიანის თქმით, ზოგიერთი ეკონომისტის მსჯელობა და ხაზგასმა იმაზე, რომ საგარეო ვალის საშინაო ვალით ჩანაცვლებით ლარზე ზეწოლა ხდება, არასწორია.

„საგარეო ვალის და საშინაო ვალის შემთხვევაშიც, ჩვენ ერთნაირ სიტუაციას ვიღებთ ლართან დაკავშირებით იმიტომ, რომ იმ საგარეო ვალის აღების დროსაც, პირდაპირ ხდება ამ ვალის გვერდის ავლით გადარიცხვა კონტრაქტორებისთვის, ხოლო თუ ქვეყანაში შემოდის, ეროვნული ბანკი აკეთებს ხოლმე სტერილიზაციას და ის არ გამოდის ხოლმე ბაზარზე. შესაბამისად, ეს არ არის სწორი და შესაბამისად, მას კურსზე გავლენა არ აქვს და ვერ ექნება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ამ ვალის უკან დგას ხარჯის სტრუქტურის ცვლილება, აქ შეიძლება ვილაპარაკოთ. ის პროექტები, რომელიც საგარეო ვალით ფინანსდება და ცოტა რომ გვიანდება, მათი ჩანაცვლება ხდება ადგილობრივი პროექტებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Share