Home » ფინანსები » ივანე მაჭავარიანი – კომპანია „ოჯთ“-მ კეთილი ინებოს და ბიუჯეტში 50 მილიონიანი დავალიანება გადაიხადოს
ივანე მაჭავარიანი - კომპანია „ოჯთ“-მ კეთილი ინებოს და ბიუჯეტში 50 მილიონიანი დავალიანება გადაიხადოს

ივანე მაჭავარიანი – კომპანია „ოჯთ“-მ კეთილი ინებოს და ბიუჯეტში 50 მილიონიანი დავალიანება გადაიხადოს

„ომეგა ჯგუფში“ შემავალმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიამ „ოჯთ“ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება, 50 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, მე ეს ვიცი. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ, არის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, რომელიც სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

Share