Home » ეკონომიკა » ივანე მაჭავარიანი: არ გამოვრციხავ მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს
ივანე მაჭავარიანი: არ გამოვრციხავ მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს

ივანე მაჭავარიანი: არ გამოვრციხავ მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მარიხუანას ექსპორტი მომგებიანი იქნება.

მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს. „ამას დრო უნდა, ეს ბაზარი ძალიან მზარიდია, თვითონ სამედიცინო მიზნებისთვის უფრო და უფრო მეტად მოიხმარება, ხდება აბსოლუტურად ახალი პროდუქტების შექმნა ფარმაცევტიკაში, კოსმეტოლოგიაში ა.შ , შესაბამისად ბევრ რამეს განაპირობებს ტექნოლოგიები და ამ სფეროში მიმდინარე რევოლუცია რომ დავარქვათ.

მე მგონი ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. არასერიოზულია დღეს ციფრის დასახელება, ეს რომ სოლიდური ციფრი არ იყოს, რასკვირველია ამ ინიციატივას ჩვენ არ წამოვიწყებდით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ლიცენზირების ძალიან მკაცრი პირობები იქნება. „სწორედ ადგილობრივ წარმოებას წავახალისებთ“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Share