Home » საზოგადოება » ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი 10 მობილური ტელეფონი
ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი 10 მობილური ტელეფონი

ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი 10 მობილური ტელეფონი

Nokia 1100 – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი. ის 2003-2008 წლებში გამოდიოდა და 250 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

 

Nokia 1110-ის წარმოება კომპანიამ 2005 წელს დაიწყო და მისმა გაყიდვებმაც გადააჭარბა 250 მილიონ ერთეულს

 

Nokia მოდელ 3210-ს შორეული 1999 წლიდან აწარმოებდა. კომპანიამ სულ 150 მილიონი მსგავსი ტელეფონი გაყიდა

Nokia 1200 – მისი ელემენტი 390 საათს “ცოცხლობდა”. 2007 წლის შემდეგ 150 მილიონზე მეტი Nokia 1200 გაიყიდა

 

2009 წელს კომპანიამ Nokia 5230 გამოუშვა და 150 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა

 

უცნაური ფორმის Nokia 6600 2003 წლიდან იყიდებოდა. მოდელის გაყიდვებმა 140 მილიონს გადააჭარბა

 

2009 წელს ბაზარზე Samsung E1100 გამოვიდა. მისი ბატარეა 12-13 დღეს მუშაობდა დამუხტვის გარეშე. საერთო ჯამში, 150 მილიონამდე E1100 გაიყიდა

 

2004 წლის საბაზისო Nokia 2600 135 მილიონ ერთეულზე მეტი გაიყიდა

 

Nokia-მ სპეციალურად ჩინური და ინდური ბაზრებისთვის შეიმუშავა მოდელი 1600 (2006) და 130 მილიონი ასეთი ტელეფონი გაყიდა

 

Motorola RAZR V3 – ეს მოდელი ბაზარზე 2004 წელს გამოვიდა და მაშინვე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. Motorola-მ სულ 130 მილიონი  V3 გაყიდა

წყარო:agora.ge

Share