Home » მსოფლიო » ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება – „ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელი ჯეფ ბე­ზო­სი ცოლს შორ­დე­ბა
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება – „ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელი ჯეფ ბე­ზო­სი ცოლს შორ­დე­ბა

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება – „ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელი ჯეფ ბე­ზო­სი ცოლს შორ­დე­ბა

მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, „ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელი ჯეფ ბე­ზო­სი ცოლს შორ­დე­ბა. ბეზოსმა და თავისმა ცოლ­მა მა­კენ­ზიმ, ამის შესახებ „ტვი­ტერ­ზე“ სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს.

„გვსურს შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ ხალ­ხს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ახლო მე­გობ­რებ­მა უკვე იცი­ან, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ დავ­შორ­დეთ და მე­გობ­რე­ბად დავ­რჩეთ. ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ერ­თმა­ნე­თი ვი­პო­ვეთ და მად­ლი­ე­რი ვართ ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის გამო. 25 წლის წინ რომ გვცოდ­ნო­და, ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დე­ბო­დით, მა­ინც ვი­ქორ­წი­ნებ­დით,“ – ნათქვამიაია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მა­კენ­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 69 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­ი­ღებს.

ამჟამად „ბლუმ­ბერ­გის“ მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, ბე­ზო­სის ქო­ნე­ბა 137 მი­ლი­არდ დო­ლარა.

ქო­ნე­ბის ამ­გვა­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­დე­გად მა­კენ­ზი, შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალი გახ­დეს. მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი მა­მა­კა­ცის ტი­ტულს კი კვლავ ბილ გე­ით­სი მო­ი­პო­ვებს, რომ­ლის ქო­ნე­ბა 92.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

წყვი­ლი 1993 წელს და­ქორ­წინ­და და ოთხი შვი­ლი ჰყავს.

რაც შეეხება სხვა ყველაზე ძვირადღირებულ განქორწინებებს, ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ალექ ვილდენშტაინის განქორწინება 1999 წელში ჯოსელინ ვილდენშტაინთან; შეფასებულია 3,8 მილიარდ დოლარად (5,6 მილიარდი დოლარი შესწორებული ინფლაციისათვის).[1][2][3]
  • რუპერტ მერდოქის განქორწინება 1999 წლის შემდეგ ანასთან; შეფასებულია 1,7 მილიარდ დოლარად (2,5 მილიარდი დოლარი შესწორებული ინფლაცია).[4]
  • ბერნი ეკლესტონის განქორწინება სლავიკასთან 2009 წელს, 23 წლის შემდეგ სლავიკასთან ქორწინებიდან. შეფასდა 1,2 მილიარდ დოლარად (1,4 მილიარდ დოლარად შესწორებული ინფლაცია).[5][4]
  • სტივ ვინის განქორწინება ილეინთან შეფასდა 1 მილიარდ დოლარად 2010 წელს (1,1 მილიარდ დოლარად შესწორებული ინფლაცია).[4]
  • ჰაროლდ ჰემის განქორწინება 2012 წელს 24 წლის შემდეგ სუ ენ არნალგთან შეფასდა 974,8 მილიონ აშშ დოლარად (1,0 მილიარდად შესწორებული ინფლაცია).[6][4]
  • ადნან ხაშგოგის განქორწინება 1980 წელს 20 წლის შემდეგ სორაია ხაშოგთან შეფასდა 874 მილიონ აშშ დოლარად (2,2 მილიარდად შესწორებული ინფლაცია).[7][4]
  • დიმიტრი რიბოლოვლევის განქორწინება 2014 წელს ელენთან შეფასდა 604 მილიონ დოლარად (624 მილიონ დოლარად შესწორებული ინფლაცია).[4]
  • ქრეიგ მაკკოუს განქორწინება 1997 წელს, 21 წლიანი ქორწინების შემდეგ ვენდი მაკკოუსთან გადააჭარბა 460 მილიონ დოლარს.[8]
  • მელ გიბსონის განქორწინება 2006 წელს რობინ მურ გიბსონთან 26 წლიანი ქორწინების შემდეგ; სავარაუდოდ 425 მილიონ დოლარად შეფასდა.[9]
  • რობერტ ჯონსონის განქორწინება შილა ჯონსონთან; 400 მილიონ დოლარად შეფასდა.
  • რომან აბრამოვიჩის გაყრა ირინა აბრამოვიჩთან დაახლოებით 300 მილიონ დოლარად შეფასდა.[10]
  • ჩარლზ ედგარ ფიპკის გაყრა მარლენ ფიპკთან სავარაუდოდ 200 მილიონ დოლარად შეფასადა.[11]
  • კომპანია ინვენერჯის მესაკუთრე მაიკლ პოლსკის განქორწინება მაია პოლსკისთან 184 მილიონ დოლარად შეფასდა.[12]
  • მაიკლ ჯორდანის განქორწინება ხუანიტა ჯორდანთან 168 მილიონ დოლარად შეფასდა.[13]თარგი:Better source needed
  • ბორის ბერეზოვსკის განქორწინება გალინა ბეშაროვასთან შეფასდა 160 მილიონ დოლარად.[14]
  • ნილ დაიმანდის განქორწინება მარსია მერფთან დაახლოებით 150 მილიონი დოლარად შეფასდა.[15]
  • ფრენკ მაკორტის განქორწინება ჯემი მაკკოტთან დაახლოებით 130 მილიონ დოლარად შეფასდა.[16]
  • ჰარისონ ფორდის განქორწინება მელისა მეთისონთან სავარაუდოდ 118 მილიონ დოლარად შეფასდა.[17]
  • გრეგ ნორმანის განქორწინება ლაურა ანდრასთან სავარაუდოდ 103 მილიონ დოლარად შეფასდა.[18]
  • სტივენ სპილბერგის განქორწინება ემი ირვინგთან 100 მილიონი დოლარად შეფასდა.[19]
  • მადონას განქორწინება გაი რიჩთან შეფასდა 76-92 მილიონ დოლარად.[20]
  • ტაიგერ ვუდსის განქორწინება ელინ ნორდეგრენთან სავარაუდოდ 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული.[21]
  • პოლინ ჩაის განქორწინება დოქტორ ხუ ქეი პენგთან დაახლოებით 80 მილიონ დოლარად შეფასდა.[22]
  • კევინ კოსტნერის განქორწინება სინდი სილვასთან დაახლოებით 80 მილიონ დოლარად შეფასდა.[23]
  • აგა ხან IV-ის განქორწინება ინარა აგა ხანთან დაახლოებით 78 მილიონ დოლარად შეფასდა.[24]
  • კენი როჯერსის განქორწინება მარიან როჯერსთან 60 მილიონ დოლარად შეფასდა.[25]
  • ჯეიმს კამერონის განქორწინება ლინდა ჰამილტონთან 50 მილიონ დოლარად შეფასადა.[26]
  • პოლ მაკარტნის განქორწინება ჰეზერ მილსთან სავარაუდოდ 48,6 მილიონ დოლარად შეფასადა.[27]
  • მაიკლ დუგლასის განქორწინება დაიენდრა დუგლასთან 45 მილიონ დოლარად შეფასდა.[26]
  • ტედ დანსონის განქორწინება ქეისი ქოუცთან დაახლოებით 30 მილიონ დოლარად შეფასდა.[28]
  • დონალდ ტრამპის განქორწინება ივანა ტრამპთან; დაახლოებით 25 მილიონ დოლარად შეფასდა.[29]
  • ქელსი გრემერის განქორწინება ქამილ გრემერთან 30 მილიონ დოლარად შეფასდა.[30][31]თარგი:Better source needed
  • მარტინ სორელის განქორწინება სანდრა ფაინსტოუნთან 30 მილიონ დოლარად შეფასდა.[32]
  • ლაინლ რიჩის განქორწინება დაიენ რიჩთან დაახლოებით 20 მილიონ დოლარად შეფასდა.[26]
  • ჯონი კარსონის განქორწინება ჯოანა ჰოლენდთან დაახლოებით 20 მილიონ დოლარად შეფასდა.
  • მიკ ჯაგერის განქორწინება ჯერი ჰოლთან შეფასდა 15 მილიონ დოლარსა და 25 მილიონ დოლარს შორის.[26]
  • ნატალია პოტანიამ მისი ყოფილი მეუღლის ვლადიმერ პოტანანის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი 7,5 მილიარდი დოლარის მოთხოვნით. საქმე 2017 წლიდან მიმდინარეობს.

სანდრო პირველი

Share