Home » საზოგადოება » ISIS-ის და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე მასალებს სტრატეგიულ პარტნიორებს გავუგზავნი – სოსო გოგაშვილი

ISIS-ის და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე მასალებს სტრატეგიულ პარტნიორებს გავუგზავნი – სოსო გოგაშვილი

“ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ isis ის ტერორისტების უკან იდგნენ და დგანან საქართველოს “მთავარი” ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და ტერორისტების მიერ მოკლულ სპეცრაზმელს იხსენებს: 

“ვანო, გილოცავ!!! იცოდე, შენს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც შენი ქვეყნის და შენი ოჯახის გადასარჩენად დაღვარე არ ყოფილა ტყუილად დაღვრილი, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა გმირო. შეხვედრამდე ძმობილო”, – წერს სოსო გოგაშვილი. 

მისივე თქმით, ქვეყანა საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერიას გადაურჩა.

Share