Home » ახალი ამბები » IRI-ს კვლევით, პოლიტიკოსთა რეიტინგის სათავაშე დავით ბაქრაძეა
IRI-ს კვლევით, პოლიტიკოსთა რეიტინგის სათავაშე დავით ბაქრაძეა

IRI-ს კვლევით, პოლიტიკოსთა რეიტინგის სათავაშე დავით ბაქრაძეა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს.

რეიტინგის სათავეშია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე: მას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 57%, უარყოფითად – 36%, არ იცის – 7%-მა.

მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე: დადებითი – 49%, უარყოფითი – 42%, არ მსმენია – 1%, არ ვიცი – 7%.

მესამე ადგილს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებს: დადებითი – 47%, უარყოფითი – 41%, არ მსმენია – 2%, არ ვიცი – 10%.

მეოთხე პოზიციაზეა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე: დადებითი – 41%, უარყოფითი – 50%, არ მსმენია – 1%, არ ვიცი – 8%.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მეექვსე ადგილზეა: დადებითი – 39%, უარყოფითი – 49%, არ მსმენია – 2%, არ ვიცი – 10%.

შემდეგ მოდიან შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია და ირაკლი ღარიბაშვილი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე რეიტინგში მე-11 ადგილზეა: დადებითი – 32%, უარყოფითი – 57%, არ ვიცი – 10%.

საქართველოს პრეზიდენტი სიაში მეჩვიდმეტეა: დადებითი – 23%, უარყოფითი – 70%, არ ვიცი – 7%.

სალომე ზურაბიშვილი დადებითი რეიტინგით მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძეს და კახა შარტავას უსწრებს.

Share