Home » მსოფლიო » ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებმა რუსეთს $1 მილიარდი მოუტანა
ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებმა რუსეთს $1 მილიარდი მოუტანა

ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებმა რუსეთს $1 მილიარდი მოუტანა

2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდში აშშ-ის მიერ ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა რუსულ ნავთობკომპანიებს სულ მცირე 905 მილიონი დოლარი მოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სანქციების გამო „მძიმე ნავთობის“ ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა, ვინაიდან სწორედ ამ ტიპის ნავთობს აწარმოებენ ირანსა და ვენესუელაში.

აშშ-მა ვენესუელისა და მისი ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2019 წელს, პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე გაამკაცრა.

რაც შეეხება ანტიირანულ სანქციებს, ის „ირანის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

IMEDINEWS

Share