Home » მსოფლიო » ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას არ ურჩევს
ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას არ ურჩევს

ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას არ ურჩევს

თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ბირთვული ხელშეკრულებიდან გავა, დონალდ ტრამპი სერიოზული შედეგებისთვის უნდა იყოს მზად, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

თეთრ სახლს მივმართავ, თუ თქვენ სიტყვას არ შეასრულებთ, ირანის ხელისუფლება მტკიცე რეაგირებას მოახდენს, თქვა რუჰანიმ გამოსვლის დროს, რომელსაც ირანის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

შეგახსენებთ დონალდ ტრამპი ხელშეკრულებიდან გამოსვლას და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების განახლებას გეგმავს, ამ შემთხვევაში ირანი თავისი ბირთვული პროგრამის განახლებით იმუქრება.

მოამზადა შოთა ხაფავამ

Share