Home » საზოგადოება » ირაკლი პეტრიაშვილი: საქართველო ვალდებულია უმუშევრობის კომპენსაცია დააწესოს
ირაკლი პეტრიაშვილი: საქართველო ვალდებულია უმუშევრობის კომპენსაცია დააწესოს

ირაკლი პეტრიაშვილი: საქართველო ვალდებულია უმუშევრობის კომპენსაცია დააწესოს

პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველო ვალდებულია 2021 წლამდე უმუშევრობის კომპენსაცია დააწესოს.

მისივე თქმით, ამ ვალდებულებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს. ამასთან, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მთავრობის თუ პარლამენტის წევრები მაქსიმალურად ცდილობენ, ამას ხაზი არ გაუსვან.

შეგახსენებთ, წინა თვეში დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ უმუშევრობის კომპენსაციის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. კაკულია აღნიშნულ საკითხზე, ფინანსთა სამინისტროსთანაც გეგმავდა მუშაობას. თუმცა, ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ამ ეტაპზე უმუშევრობის კომპენსაციის საჭიროებას არ ხედავს.

Share