Home » საზოგადოება » ირაკლი კოვზანაძე საბანკო რეგულაციებზე – ვფიქრობ, დეველოპერებთან მიმართებაში შესაძლებელი იყო ნაკლებად მკაცრი მიდგომები
ირაკლი კოვზანაძე საბანკო რეგულაციებზე - ვფიქრობ, დეველოპერებთან მიმართებაში შესაძლებელი იყო ნაკლებად მკაცრი მიდგომები

ირაკლი კოვზანაძე საბანკო რეგულაციებზე – ვფიქრობ, დეველოპერებთან მიმართებაში შესაძლებელი იყო ნაკლებად მკაცრი მიდგომები

ვფიქრობ, ის სეგმენტი, რომელიც ბინებს ყიდულობს, მოწყვლადი არ არის და დეველოპერებთან მიმართებაში შესაძლებელი იყო ნაკლებად მკაცრი მიდგომები, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ.

კოვზანაძის თქმით, საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა, თუმცა საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად 6-იდან 9 თვემდე ვადაა საჭირო.

„ადრეც აღვნიშნავდი, რომ დაკრედიტების ტემპებში გარკვეული შეფერხებები იქნებოდა. ყველა რეგულაციას აქვს დადებითი და უარყოფით ეფექტები და ჩვენ უნდა შევაფასოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია.რეგულაციების ამოქმედებიდან სამი თვე გავიდა და სახეზე გვაქვს კლება სამშენებლო სექტორის რეალიზებისა და სამომხმარებლო ბაზრის ზოგიერთ სეგმენტში. ვფიქრობ, ის სეგმენტი, რომელიც ბინებს ყიდულობს მოწყვლადი არაა და დეველოპერებთან მიმართებაში შესაძლებელი იყო ნაკლებად ხისტი მიდგომები, თუმცა 3 თვე რეგულაციების ეფექტის შესაფასებლად საკმარისი არაა და ამისთვის საჭიროა 6-9 თვე. არ გამოვრიცხავ, რომ თუ ეროვნული ბანკი შეხედავს კლების ტენდენციის გაგრძელებას, ელასტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს,“- განაცხადა კოვზანაძემ.

Share