Home » საზოგადოება » ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირებს
ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირებს

ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირებს

არსებობს გარკვეული მოლოდინები, დღევანდელ დღეს მუშაობს ის ასპექტი, რაც გამოიწვია ტურისტული ნაკადების შემცირებამ და შეწყვეტამ, ლარზე აისახა ეს მოვლენა და დევალვაცია მოხდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბოუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ლარის გაუფასურების კომენტირებისასს განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ამოიწურება, ეს ლარის კურსზეც აისახება.

„ჩვენ ძალიან კარგი ტრენდი გვქონდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირდებოდა, არც ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებული არ გახლავთ, მაგრამ მოგეხსენებათ არსებობს გარკვეული მოლოდინები, გადმოცემის მექანიზმები. ვფიქრობ, რომ როგორც კი ეს აჟიოტაჟი წყნარდება, ლარის კურსზე შესაბამისად გავლენა მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კრიტიკა არის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ჩვენ როდესაც მსგავსი შოკები გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ეგზოგენული მოვლენა, ასეთ დროს გაცვლითი კურსი არის კარგი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს დავიცვათ საქართველოს ეკონომიკის მთავარი მიმართულებები,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Share