Home » საზოგადოება » ირაკლი ხმალაძე – ჩვენს გეგმებში ტაქსით მგზავრობის საფასურის რეგულირება არ შედის
ირაკლი ხმალაძე - ჩვენს გეგმებში ტაქსით მგზავრობის საფასურის რეგულირება არ შედის

ირაკლი ხმალაძე – ჩვენს გეგმებში ტაქსით მგზავრობის საფასურის რეგულირება არ შედის

ჩვენს გეგმებში ტაქსით მგზავრობის საფასურის რეგულირება არ შედის, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია ფასების რეგულირების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

„ფასების რეგულირების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ჩვენს გეგმებში ფასების რეგულირება არ შედის. გვაქვს მესამე ეტაპი, რომელსაც უახლოეს პერიოში დავაანონსებთ და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ“, – განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციას, გაზრდილი ტარიფებიდან და გადატვირთული ტაქსებიდან გამომდინარე გაიზარდოს გარდამავლი პერიოდის ვადა, ხმალაძე აცხადებს, რომ არც ამის რეალური მიზეზი და საფუძველი არსებობს.

Share