Home » საზოგადოება » ირაკლი იაშვილი – საბანკო რეგულაციები, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო
ირაკლი იაშვილი - საბანკო რეგულაციები, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო

ირაკლი იაშვილი – საბანკო რეგულაციები, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო

„საბანკო რეგულაციები, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო”, – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი „ბანკები და ფინანსებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

„მე არ ვიცი ეკონომიკის ზრდის ტემპს რამდენად შეანელებს, თუმცა საგადასახდელო ბალანსი რომ გააუმჯობესდა ეგ ფაქტია. იმიტომ, რომ ყველა ეს რეგულაცია, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმპორტიორებიც ბიზნესში არიან და მათთვის შეიძლება აქტიურობის შენელება დაფიქსირდეს. სწორედ ამიტომ რაღაც შუალედურის გამონახვა არის საჭირო, რომ ერთი მხრივ აღარ მივიღოთ შავ სიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც გამოთიშული არიან ეკონომიკური პროცესებიდან, ხოლო მეორე მხრივ არ მოხდეს უკიდურესი შეზღუდვა ადამიანებისთვის, რომ მათ მათთვის საჭირო ნივთები შეიძინონ. ჩემი დაკვირვებით ეროვნული ბანკიც და სხვა უწყებებიც სწორედ ამ პროცესებში არიან, რომ ეს ოქროს შუალედი იქნას გამონახული.

პასუხისმგებლიან დაკრედიტებასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის ანგარიშში საკმაოდ მძიმე შეფასებები იყო, სადაც ბიზნეს დაკრედიტება ჩამორჩებოდა მკვეთრად საცალო დაკრედიტებას, როცა პირიქით უნდა იყოს.
სწორი მონეტარული ამოცანა ის არის, რომ ბიზნეს დაკრედიტება იყოს წახალისებული, რაც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს”, – აცხადებს იაშვილი.

Share