Home » საზოგადოება » ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო თვითმფრინავების წარმოების აღდგენას გეგმავს
ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო თვითმფრინავების წარმოების აღდგენას გეგმავს

ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო თვითმფრინავების წარმოების აღდგენას გეგმავს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში სამხედრო თვითმფრინავების წარმოების აღდგენას გეგმავს. როგორც ღარიბაშვილმა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ყველაფერი წარმოებაა შესაძლებელი, მათ შორის რაკეტების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის.

„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მაღალტექნოლოგიური საწარმო არსებობდა. დღესაც არსებობს ე.წ. 31-ე ქარხანა, სადაც ჩვენ ვუშვებდთ სამხედრო თვითმფრინავებს. საბედნიეროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ინტელექტუალური რესურსი. ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ უნიკალური მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნაზე, ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში. მე ვაპირებ ამ საკითხის დასმას მთავრობის შემადგენლობაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, ეს შანსი, რომ აღვდგინოთ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Share