Home » საზოგადოება » ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოები და ასევე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის უწყებები უნდა დაინტერესდნენ სააკაშვილის ფინანსური მაქინაციებით.

„საზოგადოებამ მოისმინა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს სააკაშვილის ბიძა მიხეილ სააკაშვილის მრავალმილიონიან სახლზე, რომელიც ფლორიდაში აქვს და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ადამიანი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასევე მოისმინა აღიარება მიხეილ სააკაშვილის ბიძის მხრიდან და მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ამ ადამიანების საქმიანობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მოპარული ფულის ასე ვთქვათ, ლეგალიზებას ახდენენ მთელ მსოფლიოში. ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ძალიან სასაცილო და შეიძლება ითქვას, უკიდურესად შეურაცხმყოფელია მიხეილ სააკაშვილის ის კონცერტები, რომელსაც ჩვენს ემიგრანტებთან შეხვედრების დროს მართავს და მათგან მიზერულ თანხებს ითხოვს. წარმოიდგინეთ, რამდენად ყალბი ადამიანი შეიძლება იყოს სააკაშვილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა “პირველი არხის” ეთერში.

Share