Home » საზოგადოება » ირაკლი ღარიბაშვილი – იმ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, შემდეგ სააკაშვილი გაასამართლა
ირაკლი ღარიბაშვილი - იმ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, შემდეგ სააკაშვილი გაასამართლა

ირაკლი ღარიბაშვილი – იმ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, შემდეგ სააკაშვილი გაასამართლა

იმ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა. თუ ადამიანი გულწრფელად, საქმით აჩვენებს სინანულს, მე მგონი, ძალიან რთული საკითხია ადამიანებს არ მივცეთ გამოსწორების შანსი,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სამთავრობო პროგრამა წარადგინა.

დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვაზე, რომელიც მოსამართლეების საკითხს შეეხებოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ალბათ, სიმბოლური იყო, როდესაც იმ მოსამართლემ, რომელმაც მისი ოჯახის წევრი გაასამართლა, მოგვიანებით, ყოფილ პრეზიდენტს მიუსაჯა პატიმრობა.

„მესმის, რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მოსამართლეების სიამ. ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში მაგალითიც მოვიყვანე, რომ ის მოსამართლე, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, ამავე მოსამართლემ უკვე მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მიუსაჯა მას პატიმრობა დაუსწრებლად. მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, ამ შემთხვევაში, საქმით აჩვენებს სინანულს ან აქვს სურვილი რომ ჩადგეს სახელმწიფო სამსახურში, მე მგონი, ძალიან რთული საკითხია ადამიანებს არ მივცეთ შანსი გამოსწორების. მგონი, სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ, მან გამოისყიდა წარსულში მის მიერ დაშვებული გადაცდომები თუ დავალებები. სადავო საკითხია, მაგრამ მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

Share