Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი ინტერნეტის აკრძალვის იდეით გამოდის
დონალდ ტრამპი ინტერნეტის აკრძალვის იდეით გამოდის

დონალდ ტრამპი ინტერნეტის აკრძალვის იდეით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და მილიარდერი, დონალდ ტრამპი ინტერნეტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ენ-ბი-სი“ იტყობინება. ტრამპის თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდის შეჩერება მხოლოდ ინტერნეტის აკრძალვით არის შესაძლებელი.

„ჩვენ უამრავ ადამიანს სწორედ ინტერნეტის გამო ვკარგავთ“, – განაცხადა ტრამპმა, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას. მისივე თქმით, საჭიროა, ბილ გეითსსა და სხვა კომპეტენტურ ადამიანებთან აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეიზღუდოს ინტერნეტზე წვდომა.

აღსანიშნავია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ახალი წევრების შერჩევას სწორედ ინტერნეტის საშუალებით ახდენს.

Share