Home » ახალი ამბები » ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” პირველ არხზე გავა
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" პირველ არხზე გავა

ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” პირველ არხზე გავა

ცნობილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სტანდარტული ფორმატითა და ახალი კითხვებით პირველ არხზე ბრუნდება. შოუ სამწლიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო სეზონს სულ მალე დაიწყებს და მისი უხილავი წამყვანი ტრადიციულად კვლავ გიორგი მოსიძე იქნება.

როგორც მოსიძე ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და გადაცემა ეთერში მიმდინარე წლის მაისიდან გავა.

„დიდი პაუზა გამოგვივიდა და წელს ექსპერიმენტებს ვერიდებით, რადგან გვინდა ჯერ ძველი რეიტინგი დავიბრუნოთ. ამიტომაც ძველი და კარგად ნაცნობი გუნდებით დავიწყებთ. შემდეგ ვეცდებით სიახლეებიც შემოვიტანოთ“, – ამბობს გიორგი მოსიძე.

Share