Home » ბიზნესი » ინოვაციური სერვისებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ბაზისბანკისაგან
ინოვაციური სერვისებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ბაზისბანკისაგან

ინოვაციური სერვისებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ბაზისბანკისაგან

ინოვაციური სერვისებიკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ბაზისბანკისაგან

ბაზისბანკი, პირველი ქართულ საბანკო ბაზარზე, UnionPay-ს საერთაშორისო ბარათის მფლობელებს  საშუალებას აძლევს ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდები განახორციელონ QR კოდით, მარტივად მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს ბაზისბანკსა და UnionPay International-ს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება ბიზნესის გაფართოების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკი არის ერთადერთი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს UnionPay–ს პრემიუმ კლასის DIAMOND ბარათს.

დღეის მდგომარეობით, UnionPay ს ბარათები მიიღება 170-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში, 51 მლნ-ზე მეტ სავაჭრო წერტილში და 2,57 მლნ-ზე მეტ ბანკომატში. მთელ მსოფლიოში შვიდ მილიარდზე მეტი ბარათია გამოშვებული.

 

Share