Home » საზოგადოება » ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე, გლობალური მასშტაბით კი, 56-ე ადგილზეა
ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე, გლობალური მასშტაბით კი, 56-ე ადგილზეა

ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე, გლობალური მასშტაბით კი, 56-ე ადგილზეა

ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე ადგილზეა.  ამის შესახებ „ინგლისური ენის ცოდნის ინდექსშია“ აღნიშნული, რომელიც უცხო ენების შესწავლის მსოფლიო კომპანიამ (Education First) გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში ტესტირება თითოეულ ქვეყანაში ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ ევროპაში ყველაზე ცუდად ინგლისური ენა აზერბაიჯანში იციან, ბოლოდან მეორეა თურქეთი, ხოლო მესამე საქართველო.

რაც შეეხება გლობალურ მასშტაბს, ამ შემთხვევაში, საქართველო ინგლისურის ცოდნით 56-ე ადგილზეა. მას უსწრებს ბელარუსი – 47-ე ადგილი, რუსეთი – 48-ე ადგილი და უკრაინა 49-ე ადგილი.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე ცუდად ინგლისურ ენას იტალიელები ფლობენ.

ინდექსის სათავეში ნიდერლანდებია, მეორე ადგილზეა შვედეთი, ხოლო მესამეზე –  ნორვეგია.

სიის ბოლოს აღმოჩნდა ლიბია, სადაც ინგლისურის ენა მსოფლიოში ყველაზე ცუდად იციან. 99-ე ადგილზეა ყირგიზეთი, 98-ზე კი, საუდის არაბეთი.

1tv.ge

Share