Home » მსოფლიო » ინდონეზიაში ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს ფულის ნაცვლად პლასტმასით იხდიან
ინდონეზიაში ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს ფულის ნაცვლად პლასტმასით იხდიან

ინდონეზიაში ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს ფულის ნაცვლად პლასტმასით იხდიან

ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობისთვის ფულის ნაცვლად პლასტმასისი ნარჩენების გამოყენებას სთავაზობენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარბელს ბილეთის ყიდვა პლასტმასის ბოთლის ან ჭიქის სპეციალურ ტერმინალში მოთავსებით, ან ტრანსპორტში პირდაპირი გზით გადაცვლით შეეძლება.

ორსაათიანი მგზავრობის ბილეთი 10 ცალი პლასტმასის ჭიქა, ან 5 ბოთლი ეღირება.

გადახდის ეს უცნაური ფორმა ქალაქის მმართველობამ მოიგონა. ამ გზით იქ პლასტმასის ნარჩენებისგან ქალაქის დასუფთავებას და ამ პროცესში საზოგადოების დახმარებას იმედოვნებენ.

imedinews.ge

Share