Home » საზოგადოება » ინდოელი ბიზნესმენები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სეზ-ის პროექტით დაინტერესდნენ
ინდოელი ბიზნესმენები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სეზ-ის პროექტით დაინტერესდნენ

ინდოელი ბიზნესმენები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სეზ-ის პროექტით დაინტერესდნენ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის მენეჯმენტმა მსხვილ ინდურ ბიზნესკომპანიებთან შეხვედრა გამართა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ცნობით, ანაკლიის პროექტებით ინდოეთის „როტერი კლაბის“ (Rotary Club of Delhi Southend) წევრი, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

სტუმრები ანაკლიის პორტისა და „ანაკლია სითის“ შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და ანაკლიის პორტის მენეჯმენტთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს.

Rotary Club of Delhi Southend-ი ინდოეთის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ 100-მდე ბიზნესმენს აერთიანებს. ანაკლიის მენეჯმენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ 10-მდე სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების, ტექნიკის, სამშენებლო დეველოპელური, საავტომობილო მანუფაქტურისა და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.

, სამხრეთ-დასავლეთ დერეფნის ფარგლებში, რომლის წევრი საქართველოცაა. სამხრეთ-დასავლეთი დერეფნის მეშვეობით ტვირთს ინდოეთსა და ევროპას შორის გადაზიდავენ. ინდოეთსა და ევროპას შორის ვაჭრობა დღეს 110 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, ასევე მუშაობს ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გახდეს პლატფორმა ინდოეთის ბიზნესსექტორის დაინტერესებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პლატფორმა სამხრეთ-დასავლეთის დერეფანში“, – ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share