ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში?

ცვლილებების მიხედვით, ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.ამასთანავე, მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სესხის ან საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 400 000 ლარს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამური ვალდებულებების დათვლისას ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იყოს გათვალისწინებული.გარდა ამისა, ცვლილება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე ან მაშინ, როცა სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

1713270369

2023 წელს საქართველოს მოსახლეობამ სიგარეტში 4-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრ...

ამასთან, 2023 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 447 მლნ. ლარი შეადგინა.წინა წელს ეს მაჩვენებელი 375,4 მლნ. ლარი იყო.გალტ & თაგარტის სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG ს სექტორის 2023 წლის მონაცემებით, თამბაქოს რეალიზაციამ გასულ წელს ამ სექტორის 8% ანუ 1,7 მილიარდი ლარი შეადგინა. დაზღვევაში კი მოსახლეობამ, როგორც აღინიშნა, იგივე წელს 447 მილიონი ლარი გადაიხადა. ანუ წელიწადში მოქალაქეებმა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტში იმაზე თითქმის 4-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დაზღვევაში.jandacva.ge

1713269048

ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონ...

„ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს. ComCom-მა დღეს კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება.კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი.  კონკურენციის იდენტიფიცირებული პრობლემების შემდგომ, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების დადგენა და აღნიშნულ ბაზრებზე სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზრების გამოვლენის მიზნით. შესწავლილი გარემოებების შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მობილური მომსახურებების საცალო და მობილური დაშვების საბითუმო ბაზარი საქართველოში დაბალი დინამიკურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებად საბითუმო ბაზარზე ჩატარდა დამატებით სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგადაც, ევროკავშირის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი გამოავლინეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც, მათი მტკიცებით, მობილური მომსახურებების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანს და ხელმისაწვდომ პირობებს შექმნის.კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II") ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს“, – ნათქვამია კომკომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1713268005

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.„ოტო მოტორსი წლებია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ. შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეცტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხმარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ

1713266820

რუსეთის უმსხვილესი ალუმინის მწარმოებელი სანქციების გამო მთავრობისგან ს...

მათი თქმით, Rusal სთხოვს რუსეთის ხელისუფლებას, როსრეზერვისგან შეიძინოს 2023 წლის მთლიანი ექსპორტის მოცულობის ნახევარი ძველ ფასებში (სანქციების დაწესებამდე), ასევე გაათავისუფლოს ფერადი მეტალურგიის საწარმოები საექსპორტო გადასახდელებისგან.კომპანიამ ასევე გააფრთხილა მთავრობა წარმოების მიმდინარე მოცულობის მეოთხედით შემცირების რისკების შესახებ, აღნიშნა გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ. Rusal-ის წინადადება გაეგზავნა მინისტრთა კაბინეტს "მუშა მდგომარეობაში და ჯერ არ არის ოფიციალური", - თქვა სხვა წყარომ.აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს Rusal-ის ექსპორტის თითქმის მესამედზე - ეს არის 1,5 მილიონი ტონა, განუცხადა რუსულ "კომერსანტს" ინფორმირებულმა წყარომ. მისივე თქმით, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ აკრძალვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნახევარფაბრიკატებისა და დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე.„აშშ-ის აგრესიული მცდელობები, აიძულოს მესამე ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი, გაწყვიტონ ურთიერთობა რუსეთთან, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს მიწოდების ჯაჭვს, განსაკუთრებით გლობალური წარმოების ქსელების ურთიერთდაკავშირებული ბუნების გათვალისწინებით“, - განუცხადა წყარომ ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში კომპანიას მოუწევს პროდუქციის საწყობებში გაგზავნა.

1713265404

ფასების ძლიერი რყევებისგან თავის აცილების მიზნით, ჩინეთი ქვანახშირის რ...

საუბარია 2030 წლისთვის 300 მილიონი ტონა რეზერვის დაგროვებაზე. ეს აუცილებელია ფასების ძლიერი რყევების, ბუნებრივი კატასტროფების და ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების მკვეთრი ცვლილებების აღმოსაფხვრელად, აღნიშნეს ჩინეთის ხელისუფლებამ.ქვეყნისთვის, რომელიც წლიურად წვავს 4 მილიარდ ტონაზე მეტ ნახშირს, ეს მარაგი არ არის დიდი. სავარაუდოდ, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე ფასების ზრდის შერბილებას.

1713264866