1710839573
ლიბერთიმ ,,ტოპქარდის’’ პორტფელი შეიძინაშეხვედრის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ჰოლდინგის საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებს გაეცნენ. მხარეებმა კომპანიის მიერ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე განხორციელებული ემისიების დეტალებიც განიხილეს.„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წელს 7 ემისია განახორციელა, განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ კი 477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია. „თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდებისა და პირველი ფასიანი ქაღალდების ფიზიკური პირებისთვის ლარში გამოშვება.ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგის“ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე პრეცედენტული ემისიების განხორციელება და ინვესტორთა მხრიდან მაღალი დაინტერესება კომპანიის საერთაშორისო განვითარებას უწყობს ხელს. საერთაშორისო ექსპერტებთან განვიხილეთ მაკროეკონომიკური ტენდენციები, რაც ჰოლდინგის მიერ სწორი გადაწყვეტილებისა და დაგეგმვისათვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მასშტაბური გეგმები გვაქვს და მათ გავაცანით თეგეტა ჰოლდინგის ხედვები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ოფიციალური ვიზიტები და ექსპერტთა აზრის გაზიარება“.საერთაშორისო ბაზრების დინამიკის, მოლოდინებისა და მოთხოვნების განხილვის შემდეგ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა ექსპერტებმა კომპანიის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.--თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
1710851645
ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ.შეხვედრის ფარგლებში, პანელზე ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის იმ ინიციატივებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი ქალთა გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობაა. პანელზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა საფინანსო სექტორში და მის გარეთ; გამოწვევები რაც აფერხებს ქალთა მიერ დაფუძნებულ ბიზნესებში ინვესტიციების ზრდას და ა.შ.„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ გვეხმარება გენდერული ანალიზი წარმატებულ ინვესტირებაში, მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის - როგორც ბიზნეს სტრატეგია, რეგიონებში ქალი მეწარმეების გაძლიერების პროექტები და მათი მიმდინარეობა. საქართველოს ბანკში ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და ამ კუთხით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. მაგალითად "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა", რომელსაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით სწორედ რამდენიმე დღის წინ დასრულდა მეშვიდე ნაკადის გადამზადება. ასევე, ბანკში დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერული ბალანსის დაცვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის 8000-ზე მეტი თანამშრომლიდან 69.9% ქალია“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ გამომსვლელთა შორის იყვნენ: ბერგლიოტ ჰოვლანდი ნორვეგიის ელჩი საქართველოში; კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში; ივანა ფერნანდეს დუარტე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში; თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში; ჩან სუტკენი, ინვესტირების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი; მარიამ ქობალია, გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის ხელმძღვანელი რეგიონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა.
1710847620
Tbilisi Open Air, ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სიამაყით აღნიშნავს 15 წლის იუბილეს. დაარსების დღიდან 2009 წელს, Tbilisi Open Air დგას თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის სადარაჯოზე. აერთიანებს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს და განსხვავებული ასაკის, სქესისა თუ წარმომავლობის ადამიანს თავს უყრის ერთ სივრცეში. 15 წლის განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა ათასზე მეტ არტისტსა და რამდენიმე ასეულ ათას მსმენელს.2024 წელს Tbilisi Open Air-ს შემოუერთდა თბილისის ღამის კლუბი, KHIDI, რომელიც ღამის სცენის წარმდგენი იქნება ელექტრონული სცენის მეორე წარმომადგენელთან, Zion Garden-თან ერთად.ბილეთები:EARLY BIRD:- 3-დღიანი აბონემენტი - 150 ლარი (თიბისი VISA სადებეტო ბარათებით გადახდისას - 120 ლარი){{ EARLY BIRD-ის ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობის 3-დღიანი აბონემენტები. დღიური ბილეთების გაყიდვა Early Bird-ის ამოწურვის შემდეგ დაიწყება.მხოლოდ ამ პერიოდში, თიბისი ბანკის VISA სადებეტო ბარათებით შეძენისას, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება არ ეხება ბიზნეს და საკრედიტო ბარათებს }}.I კალათა:- 3-დღიანი აბონემენტი - 160 ლარი; - დღიური ბილეთი - 65 ლარიII კალათა: - 3-დღიანი აბონემენტი - 190 ლარი; - დღიური ბილეთი - 80 ლარიფესტივალის დღეები/კარზე: - 3-დღიანი აბონემენტი - 200 ლარი; - დღიური ბილეთი - 90 ლარილაინ აფი:MAIN STAGE21 ივნისი, პარასკევიAURORA || ARCHIVE || MOKUMOKU || MECHANICAL RAINBOW || NEWCOMER 202422 ივნისი, შაბათიM.I.A. || CIRCUS MIRCUS || KILLAGES || AVARA || ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები23 ივნისი, კვირაMASEGO || LA FEMME || SHE WANTS REVENGE || PSYCHONAUT 4 || LOUDSPEAKERSKHIDI STAGE21 ივნისი, პარასკევიSOFT CRASH (Pablo Bozzi & Phase Fatale) || ANCIENT METHODS b2b OTHR ||SAPHILEAUM b2b FREQUENCY SHIFTER || VULKANSKI b2b NEUX22 ივნისი, შაბათიSPEEDY J (Hybrid DJ/Live) || KEN ISHII || TAKAAKI ITOH || RYUJI TAKEUCHI || BOYD SCHIDT b2b LIZA RIVS23 ივნისი, კვირაELLEN ALLIEN ||REGAL || DAVID VUNK || PURITAN (Live) || SEVDAZION GARDEN21 ივნისი, პარასკევიATMOS || OBRI || SOYL & ANCIENT OM || ACIDWAVE22 ივნისი, შაბათი/ PARVATI NIGHT /ARJUNA || JAHBO || GAPPEQ || PARVATI JAM || OOGWAY23 ივნისი, კვირაDRIP DROP || TADAYAN || KATANA || DM3 || CHIKOVANISINGER STAGE21 ივნისი, პარასკევი(DAY)DINI VIRSALADZE QUARTET || DAVID DELGMA || NEWCOMER 2024(NIGHT)LEBANON HANOVER || LUKA TOPURIA QUARTET22 ივნისი, შაბათი(DAY)SEXY BICYCLE || RESO KIKNADZE QUARTET || TATIA || STUTTTER(NIGHT)AFTERNOON VERSION || NEWCOMERS 202423 ივნისი, კვირა(DAY)WILL KOLAK || MAIKERU || GUJA MARDINI QUARTET || ნუ მიეყრდნობით(NIGHT)HIGH FADE || JAM SESSION GEORGIA BY SANDRO NIKOLADZE
1710846728
მოსალოდნელია, რომ ამან უნდა გამოიწვიოს ამ მარცვლეულზე ფასების ზრდა მინიმუმ 50%-ით და შეამციროს მასზე მოთხოვნა.50%-იანი გადასახადი ასევე დაწესდება რუსულ და ბელორუსულ ზეთოვან თესლებსა და მათ გადამუშავებულ პროდუქტებზე.
1710845573
VTB-ს წარმომადგენლის თქმით, მათი სომხური ფილიალი გამონაკლისს წარმოადგენს."30 მარტიდან მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდება (რედ. - Мир-ის ბარათებით) უნაღდო გადახდა POS ტერმინალებში და ნაღდი ფულის გატანა რესპუბლიკაში სხვა ბანკების ბანკომატებით". - თქვა VTB-ს სომხური ფილიალის წარმომადგენელმა.Мир-ის ბარათების ოპერატორზე, რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულ სისტემაზე (НСПК) 2024 წლის თებერვლიდან აშშ-ს სანქციები არის დაწესებული. სანქციების დაწესების დროისთვის Мир-ის ბარათებს რუსეთის გარდა სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ვიეტნამში, ვენესუელაში, კუბაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში გამოიყენებოდა.მანამდე, 2021 წელს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთქმული გაფრთხილების ფონზე, რომ მზად არის სანქციები დაუწესოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული გადახდის სისტემის გამოყენებას შეუწყობენ ხელს, ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა მირის ბარათების მომსახურება.
1710842671
შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება (დასაწყისი 21:00 საათი), სადაც გამოვლინდება ფინალისტი, რომელიც თავის მხრივ დაელოდება მეტოქეს – საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს.ფინალური მატჩიც თბილისში გაიმართება.როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა და გავლენა ექნება დინამო არენაზე შეკრებილი გულშემატკივრის საერთო განწყობას, შემართებასა და თამაშში ჩართულობას. გულშემატკივრობის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ესმის საქართველოს ბანკს, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. ბანკმა უკვე დაიწყო მზადება და საქართველოც ფორმაში ჩააყენა. ქალაქში ბევრგან შეხვდებით ბილბორდებსა და ეროვნული ნაკრების ფორმაში „გადაცმულ“ ბანკის ფილიალებს.
1710840773
„ბრიკორამა“ 1 აპრილს იხურება, მის ადგილზე კი სხვა ბრენდი გამოჩნდება
1710233086
ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
1710151238
საქართველოსთვის 10-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება
1709632947
რუსეთში აქციზის ფასის ზრდა არის შესაძლებლობა, ქართული ღვინის ფასი დაუბ...
1710153780
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა
1710319430